ხშირად დასმული კითხვები

  • 1.

    ვებ-გვერდის სამომხმარებლო შეთანხმება

    კეთილი იყოს თქვენი მობრძანება My.ge ჯგუფის ვებ გვერდზე. My.ge არის ინტერნეტ სივრცის ერთ-ერთი უდიდესი კომპანია კავკასიის მასშტაბით, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მარტივ, ხელმისაწვდომ და ხარისხიან ვებ-გვერდებს 2003 წლიდან. 14 წლიანი გამოცდილების შედეგად, ჩვენ ვებ. გვერდები გამოირჩევიან ტექნოლოგიების მაღალი ხარისხით, სანდოობით, პოპულარობით და გამოყენების მაღალი მაჩვენებლით. კომპანიის ღირებულებაა მუდმივი ინოვაცია და სერვისების განვითარება. My.ge სერვისების გამოყენებისას, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებს და პირობებს, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ. ჩვენი ვებ. გვერდები თემატურად მრავალმხრივია, შესაბამისად, შესაძლოა არსებობდეს დამატებითი წესები თითოეულ საიტზე, რომლებიც წარმოადგენს მოცემული სამომხმარებლო შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

  • 2.

    რა არის MyAds.ge?

    MyAds.ge - არის ინტერნეტ რეკლამის ახალი შესაძლებლობა, საბანერე რეკლამირების ქსელი, რომლის ფარგლებშიც მინიმალური დანახარჯებით ათავსებთ რეკლამას ერთდროულად რამდენიმე რეიტინგულ საიტზე და სარეკლამო მომსახურების ღირებულებას იხდით მხოლოდ თქვენ ბანერზე განხორციელებული კლიკების შესაბამისად.  MyAds.ge ქსელში რეკლამის დასამატებლად საჭიროა გაიაროთ ავტორიზაცია, შეავსოთ ბალანსი, აირჩიოთ მენიუში რეკლამის დამატება და მიჰყვეთ შესაბამის პროცედურებს.

  • 3.

    რომელ საიტებზე გამოჩნდება MyAds.ge ქსელში დამატებული რეკლამა?

    MyAds.ge ქსელში განთავსებული რეკლამა გამოჩნდება My.ge-ს ყველა საიტზე, ერთ-ერთზე ან რამდენიმეზე ერთდროულად, იმის მიხედვით თუ თქვენ რას მიუთითებთ რეკლამის დამატების დროს.
    My.ge მოიცავს ისეთ რეიტინგულ და თავის სეგმენტში ლიდერ საიტებს, როგორიცაა:
    www.MyAuto.ge, www.MyMarket.ge, www.MyHome.ge, www.MyParts.ge, www.MyJobs.ge, www.MyDeal.ge

  • 4.

    რას ნიშნავს რეკლამა კლიკების მიხედვით (CPC – Cost Per Click)?

    კლიკების მიხედვით რეკლამა (MyAds.ge სისტემის მუშაობის პრინციპი) არის თანამედროვე ტენდენცია რეკლამირების სფეროში, რაც უფრო და უფრო აქტუალური ხდება. სისტემაში განთავსებული რეკლამა ყოველდღიურად გამოუჩნდება ათასობით და ათიათასობით მომხმარებელს აბსოლიტურად უფასოდ, ხოლო სარეკლამო ბიუჯეტის ხარჯვა ხდება მხოლოდ რეკლამაზე განხორციელებული კლიკების შედეგად. კლიკების მიხედვით რეკლამა გაძლევთ საშუალებას გადაიხადოთ მიზნობრივად, მხოლოდ მომხმარებლების თქვენი რეკლამით დაინტერესების შემთხვევაში.

  • 5.

    როგორ ხდება სარეკლამო ბიუჯეტის ხარჯვა და რა ღირს 1 კლიკი?

    დღის განმავლობაში თქვენი სარეკლამო ბანერი დაახლოებით 1 000 000-ჯერ გამოუჩნდება მომხმარებელს. მოცემული სერვისი აბსოლიტურად უფასოა, თქვენ იხდით მხოლოდ რეკლამაზე განხორციელებული კლიკების მიხედვით. 1 კლიკის ღირებულება კონკრეტულ საიტზე, საიტებზე დამატებისას შეადგენს 12 თეთრს: სარეკლამო ბანერის მთლიან სისტემაში ჩაშვების შემთხვევაში (გამოჩნდება ყველა საიტზე), ერთი კლიკის ღირებულებაა 8 თეთრი. როდესაც თქვენ მიერ მითითებული დღიური ბიუჯეტი გაიხარჯება, თქვენი რეკლამა ავტომატურად გაითიშება და მეორე დღეს ისევ გააქტიურდება (თუკი სარეკლამო კამპანია რამდენიმე დღეს მოიცავს).

  • 6.

    რა არის მინიმალური დღიური ბიუჯეტი რეკლამის განსათავსებლად?

    MyAds.ge სისტემაში რეკლამის განთავსების მინიმალური დღიური ბიუჯეტი არის 4 ლარი. მითითებული ბიუჯეტის ფარგლებში, კონკრეტულ კამპანიაში, შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე სარეკლამო ბანერის განთავსება. თქვენი სურვილისამებრ, კამპანიის ბანერებზე სარეკლამო თანხა თანაბრად გადანაწილდება ან სხვადასხვა ბიუჯეტი გამოეყოფა თითოეულ ბანერს.

  • 7.

    რა არის სარეკლამო ბანერი და სარეკლამო კამპანია, რა განსხვავებაა მათ შორის?

    სარეკლამო ბანერი არის ერთი კონკრეტული რეკლამა, რომელსაც თქვენ ამატებთ კონკრეტული სარეკლამო შინაარსის ინფორმაციის გასავრცელებლად. სარეკლამო კამპანია კი არის თემატურად ერთი მიზნობრიობით შექმნილი სარეკლამო ბანერების ერთობლიობა (მაგალითად, სარეკლამო კამპანია შეიძლება შეიქმნას წვრილი საოჯახო ტექნიკის გაყიდვების სტიმულირების მიზნით, რომლის ფარგლებშიც დაემატება 3, 4 ან თუნდაც 10 ბანერი, სხვადასხვა საოჯახო ტექნიკის შესახებ). სარეკლამო ბიუჯეტი ენიჭება კამპანიას, ხოლო მის ფარგლებში დამატებულ ბანერებზე გადანაწილდება მითითებული თანხა (თანაბრად, ან განსხვავებული პროპორციებით თქვენი სურვილისამებრ).

  • 8.

    რამდენი კამპანიის დამატებაა შესაძლებელი ერთდროულად?

    MyAds.ge სისტემაში შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობის სარეკლამო კამპანიების დამატება. შეუზღუდავია აქტიური ან დაპაუზებული კამპანიების რაოდენობაც. გასათვალისწინებელია, რომ კამპანიების მიმდინარეობისას, ანგარიშზე გქონდეთ შესაბამისი ოდენობის თანხა, რათა არ ამოგეწუროთ ბალანსი და არ დაპაუზდეს სარეკლამო ბანერების ჩვენება შესაბამის საიტებზე.

  • 9.

    რამდენი სარეკლამო ბანერის დამატებაა შესაძლებელი ერთი კამპანიის ფარგლებში?

    ერთი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობის სარეკლამო ბანერის დამატება. გასათვალისწინებელია, რომ სარეკლამო კამპანიის ბიუჯეტი შესაძლებელია თანაბრად გადანაწილდეს მის ბანერებზე, ან თქვენი სურვილისამებრ თითოეულ ბანერს გამოეყოს კონკრეტული თანხა, რომლის გახარჯვის შემდგომაც დაპაუზდება კონკრეტული ბანერი. მაგალითად: თუკი სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, რომელსაც აქვს 20 ლარიანი დღიური ბიუჯეტი, დამატებული გვაქვს სამი ბანერი და პირველი ბანერის შინაარსი უფრო მეტად გვსურს გავაპიაროთ, მას გამოვუყოფთ 10 ლარიან დღიურ ბიუჯეტს (თავად შეგიძლიათ მიუთითოთ მართვის სისტემიდან), ხოლო 10 ლარს გადავანაწილებთ დანარჩენ ორ ბანერზე;

  • 10.

    რა პრინციპით გამოჩნდება დამატებული ბანერი MyAds.ge სისტემის საიტებზე?

    თქვენი რეკლამა ავტომატურად გააქტიურდება და გამოჩნდება მთლიანად MyAds.ge სარეკლამო სისტემაში, ან კონკრეტულ საიტებზე (რომელსაც თქვენ მიუთითებთ ბანერის დამატებისას). თქვენი სარეკლამო ბანერი, ყველა დანარჩენ ბანერებთან ერთად, შემთხვევითობის პრინციპით ჩნდება, ანუ ჩვენებების ინტენსივობა დამოკიდებულია იმ მომენტისათვის სისტემაში განთავსებული რეკლამების რაოდენობაზე (ყველას ენიჭება თანაბარი წონა).

  • 11.

    რამდენად არის დაზღვეული რეკლამის ავტორი სარეკლამო ბიუჯეტის ხელოვნური ხარჯვისაგან და არასწორი კლიკებისაგან?

    MyAds.ge სისტემაში განთავსებული რეკლამა დაცულია სარეკლამო ბიუჯეტის ხელოვნური ხარჯვისაგან. სისტემაში მოქმედებს IP კონტროლი, რაც იმას ნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში 1 IP მისამართიდან განხორციელებულ ნებისმიერი ოდენობის კლიკზე ბალანსიდან ჩამოგეჭრებათ მხოლოდ 1 კლიკის ღირებულება. ამასთანავე, საეჭვო სიტუაციაში, შეგიძლიათ თავად გაასაჩივროთ ნებისმიერი კლიკი და საიტის ადმინისტრაციას ექნება შესაბამისი რეაგირება.

  • 12.

    რამდენად მოქნილია MyAds.ge სარეკლამო სისტემა და როგორია მისი ადმინისტრირება (შემიძლია თუ არა უკვე დამატებული რეკლამის რედაქტირება, წაშლა, ან კამპანიის ფარგლებში ახალი ბანერის განთავსება)?

    MyAds.ge არის აბსოლიტურად მოქნილი და თქვენ მოთხოვნებზე ორიენტირებული სისტემა. თქვენ თავად ქმნით სარეკლამო კამპანიებს და ამატებთ თქვენთვის სასურველი ოდენობის ბანერს თითოეული კამპანიის ფარგლებში. ასევე, თავად განსაზღვრავთ დღიურ ბიუჯეტს, ააქტიურებთ, დააპაუზებთ ან წაშლით კონკრეტულ ბანერებს/კამპანიას, უთითებთ კონკრეტულ პერიოდს, როდესაც თქვენი რეკლამა იქნება აქტიური. სარეკლამო კამპანიის/ბანერის დამატების შემდგომაც შეგიძლიათ ნებისმიერი პარამეტრის (შინაარსი, დღიური ბიუჯეტი, მოქმედების ვადა...) შეცვლა და მიმდინარე საჭიროებებზე/ბიუჯეტზე მორგება. სარეკლამო კამპანიების მართვის ყველა ინსტრუმენტს იხილავთ ავტორიზაციის შემდგომ გახსნილ გვერდზე, სადაც მოცემულია რეკლამის მართვის სისტემა. არსებული კამპანიების ჩამონათვალის მარჯვენა ნაწილში მოცემულია თითოეული კამპანიის მართვის ღილაკები (რედაქტირება, დაპაუზება, წაშლა), ხოლო მის დასახელებაზე დაკლიკებისას ჩამოგეშლებათ კამპანიის ფარგლებში გაერთიანებული სარეკლამო ბანერები. კონკრეტული სარეკლამო ბანერის სტატისტიკის ნახვა და რედაქტირება შესაძლებელია თავად ამ ბანერის დასახელებაზე დაკლიკებით.

  • 13.

    შემიძლია თუ არა ჩემი რეკლამის სტატისტიკის ნახვა (კლიკები, ჩვენებები)?

    MyAds.ge სისტემა მოგაწვდით სრულ სტატისტიკურ მონაცემებს თქვენი სარეკლამო ბანერების თაობაზე. თითოეულ რეკლამას აქვს სტატისტიკის ღილაკი, სადაც შეგიძლიათ დეტალურად ნახოთ რამდენი მომხმარებელი გადმოვიდა თქვენ რეკლამაზე (კლიკების რაოდენობა), რამდენჯერ გამოუჩნდა მომხმარებელს თქვენი ბანერი, როგორია თქვენი დანახარჯი კონკრეტულ ბანერზე და რომელი საიტებიდან გადმოვიდნენ (აუდიტორია), რომელი IP მისამართიდან და კონკრეტული კლიკი რა დროს განხორციელდა. სტატისტიკის სანახავად გაიარეთ ავტორიზაცია, აირჩიეთ კამპანია და კამპანიის ბანერი, რომლის შედეგებიც გაინტერესებთ. დააკლიკეთ ბანერის დასახელებაზე, გაგეხსნებათ სარეკლამო ბლოკის სტატისტიკის ფანჯარა შესაბამისი მონაცემებით.

  • 14.

    რა ტიპის რეკლამის დამატება შემიძლია/არ შემიძლია MyAds.ge სისტემაში?

    MyAds.ge სისტემაში შესაძლებელია ორი ტიპის რეკლამის დამატება:

    1.
    შერეული რეკლამა (სურათით და ტექსტით ) - შედგება ორი ელემენტისაგან, ბანერის მარცხენა ნაწილში მოთავსებული იქნება თქვენ მიერ დამატებული სურათი (110X90 px), ხოლო მარჯვნივ იქნება ტექსტი (მოკლე აღწერა, რასაც თქვენ ჩაწერთ)
    2. ბანერული რეკლამა (მხოლოდ სურათით) - ბანერი მოიცავს სურათს (jpg, png ფორმატში), რომელიც შეგიძლიათ დაამზადოთ წინასწარ, სასურველი ვიზუალით და წარწერით (სურათზევე). ბანერის ზომაა: 220X90px

    აკრძალულია

    • სხვა სარეკლამო ქსელის რეკლამის განთავსება MyAds.ge ქსელში, რომლებიც თავის მხრივ, მესამე მხარისგან რეკლამის ჩვენებების/კლიკების შესაბამისად თანხის გამომუშავებას ახდენენ.
    • უცენზურო შინაარსის სურათების ან ტექსტის მქონე რეკლამის განთავსება MyAds.ge ქსელში.

  • 15.

    როგორ დავამატო რეკლამა?

    რეკლამის დასამატებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია MyAds.ge საიტზე (თუკი დარეგისტრირებული ხართ MyAuto.ge, MyParts.ge, MyMarket.Ge ან MyHome.ge საიტებიდან ერთ-ერთზე მაინც, შეგიძლიათ ისარგებლოთ იგივე მომხმარებლის სახელით და პაროლით. ხოლო თუკი არცერთ საიტზე არ ხართ რეგისტრირებული, მაშინ შეგიძლიათ შეავსოთ მარტივი რეგისტრაციის ფორმა). ავტორიზაციის შემდგომ, პირველ რიგში, დაამატეთ სარეკლამო კამპანია (დააკლიკეთ ღილაკს ‘სარეკლამო კამპანიები’ >> ‘ახალი კამპანიის შექმნა’ >> მიუთითეთ კამპანიის დასახელება და ყოველდღიური ბიუჯეტის ოდენობა >> დააკლიკეთ ღილაკს ‘სარეკლამო კამპანიის დამატება’. ამის შემდგომ შეგიძლიათ დაამატოთ სარეკლამო ბანერები: დააკლიკეთ ღილაკს ‘რეკლამის დამატება’ >> ჩასვით ლინკი, რაზეც უნდა გადავიდეს მომხმარებელი რეკლამაზე დაკლიკებისას >> აირჩიეთ სარეკლამო ბლოკის ტიპი (ბანერული რეკლამის დამატება გსურთ თუ შერეული ტიპის) >> აირჩიეთ სარეკლამო კამპანია, რომელსაც ეკუთვნის მოცემული ბანერი და საიდანაც მოხდება დღიური ბიუჯეტის გახარჯვა >> არჩეული კატეგორიის შესაბამისად მიუთითეთ ინფორმაცია - ფოტოსურათი, სათაური, სარეკლამო ტექსტი (მარჯვენა ნაწილში დაინახავთ თუ როგორ გამოჩნდება საიტზე თქვენი რეკლამა). მიუთითეთ რეკლამის დაწყებისა და დამთავრების თარიღი (ან მონიშნეთ ღილაკი ‘დღეიდან ბალანსზე თანხის ამოწურვამდე’). მონიშნეთ ‘ვეთანხმები რეკლამის განთავსების წესებს’ და დააკლიკეთ ღილაკს ‘რეკლამის დამატება’. ამგვარად, თქვენი რეკლამა დამატებულია MyAds.ge სისტემაში. გაითვალისწინეთ, რეკლამის დასამატებლად ანგარიშზე უნდა გქონდეთ თანხა (მინიმუმ რეკლამის მინიმალური დღიური ბიუჯეტის ოდენობით).

  • 16.

    შემიძლია თუ არა MyAuto.ge, MyMarket.ge, MyHome.ge და MyParts.ge საიტებზე განთავსებული განცხადებების დამატება MyAds.ge სისტემაში და როგორ?

    მოცემული საიტები უშუალო კავშირშია MyAds.ge სისტემასთან და, შესაბამისად, გამარტივებულად არის შესაძლებელი მათი განცხადებების MyAds.ge-ზე დამატება. ავტორიზაციის შემდგომ დააჭირეთ ღილაკს ჩემი გვერდი. მიიტანეთ მაუსი თქვენთვის სასურველი განცხადების მარჯვენა ნაწილში, დააკლიკეთ ღილაკს myads.ge-ზე დამატება, გაიხსნება myads.ge საიტზე ავტორიზაციის ფანჯარა. გაიარეთ ავტორიზაცია (შეგიძლიათ ისარგებლოთ იგივე მომხმარებლის სახელით და პაროლით, რაც მოცემულ საიტზე გაქვთ). გახსნილ ფანჯარაში ჩანს მაგალითი, თუ როგორ გამოჩნდება თქვენი განცხადება ბანერის სახით. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ‘სათაურის’ და ‘მოკლე შინაარსის’ ველები. შემდგომ უთითებთ, თუ რამდენი უნდა იყოს თქვენი რეკლამის დღიური სარეკლამო ბიუჯეტი (მინიმუმ 4 ლარი) და რა ვადით გსურთ რეკლამის გაშვება. ირჩევთ ორი მეთოდიდან ერთ-ერთს: უთითებთ რეკლამის დაწყებისა და დასრულების თარიღებს, ან ნიშნავთ ღილაკს ‘დღეიდან სანამ ანგარიშზე თანხა მაქვს’ (ამგვარად, რეკლამა გამოჩნდება იმდენი დღის განმავლობაში, რამდენ დღეზეც იქნება საკმარისი თქვენს ბალანსზე არსებული თანხა. ნებისმიერ შემთხვევაში დღიურად დაიხარჯება მაქსიმუმ დღიური ბიუჯეტის უჯრაში მითითებული თანხა). დაეთანხმებით საიტის წესებს (შესაბამისი ღილაკის მონიშვნით) და დააკლიკავთ ღილაკს ‘დამატება’. ამგვარად, თქვენი განცხადება უკვე დამატებულია myads.ge სისტემაში და უკვე სარგებლობთ ამ სერვისის უპირატესობებით!

  • 17.

    როგორ შევავსო ბალანსი?

    MyAds.ge სისტემაში რეკლამის დასამატებლად, საჭიროა ანგარიშზე გქონდეთ სასურველი დღიური ბიუჯეტის შესაბამისი თანხა (მინიმუმ 4 ლარი). ბალანსის შევსება ხდება იმის მიხედვით, თუ რომელი საიტის ანგარიშით სარგებლობთ MyAds.ge-ზე (MyAuto, MyParts, MyMarket თუ MyHome) MyAuto.ge ან MyParts.ge საიტების ანგარიშით ავტორიზაციისას, ბალანსის შევსების ინსტრუქცია იხილეთ მოცემულ ლინკზე (აქ MyAuto.ge-ს ბალანსის შევსების ინსტრუქციის გვერდი) MyMarket.ge, MyHome.ge, MyJobs.ge ან MyDeal.ge საიტების ანგარიშით ავტორიზაციისას, ბალანსის შევსების ინსტრუქცია იხილეთ მოცემულ ლინკზე (აქ MyMarket.ge-ს ბალანსის შევსების ინსტრუქციის გვერდი)